2017 წლის 10 იანვარს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეობის მოვალეობის შემსრულებელი ბატონი ვახტანგ ყოლბაია და მთავრობის აპარატის უფროსი ბატონი ოთარ გარმელია საქმიანი ვიზიტით ესტუმრნენ აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობას.

15992038_10208243302700581_389050994_o

2017 წლის 10 იანვარს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის  თავმჯდომარეობის მოვალეობის შემსრულებელი ბატონი ვახტანგ ყოლბაია და მთავრობის აპარატის უფროსი ბატონი ოთარ გარმელია საქმიანი ვიზიტით ესტუმრნენ აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობას. მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა მადლობა გადაუხადა ბატონ დემურ კეკელიას და წარმომადგენლობის თანამშროიმლებს 2016 წელს გაწეული საქმიანობისთვის. ამასთან, მთავრობის თავმჯდომარემ სურვილი გამოთქვა, რომ წარმომადგენლობის თანამშრომლებმა უფრო მეტი ინიციატივა გამოიჩინონ დევნილთა სოციალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და ხელი შეუწყონ საზოგადოებაში მათ აქტიურ ჩართულობას. შეხვედრის ბოლოს, მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, მოძრაობაში ,,ვიზრუნოთ ერთმანეთზე’’-პროგრამის ფარგლებში აქტიური ჩართულობისათვის, წარმომადგენლობის ხელმძღვანელის წარდგინებით, მადლობის სიგელით დააჯილდოვა წარმომადგენლობის რიგი თანამშრომლები:
– სოციალური პროგრამების მართვის სამსახურის უფროსი ირმა ბეთაშვილი;
– რეგიონალური მართვის სამსახურის უფროსის მოადგილე ლონდა საჯაია;
– წვევამდელთა აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის წვევამდელთა აღრიცხვის განყოფილების უფროსი – გურამ ჯიქია.

16106373_10208243302780583_781251337_o

მადლობის სიგელის გადაცემა ირმა ბეთაშვილი

16107055_10208243309660755_311643842_o

მადლობის სიგელის გადაცემა ლონდა საჯაია

15991347_10208243303180593_740421692_o 15967515_10208243303060590_1803266948_o 15991623_10208243302940587_1970864220_o