დღე: თებერვალი 9, 2017

ერთჯერადი მატერიალური დახმარების მიღების მიზნით წარმომადგენლობაში ბენეფიციართა განცხადებების მიღება დაიწყო

2017 წლის 30 იანვრიდან „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სოციალური დაცვის მიზნით ერთჯერადი დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2017 წლის 20 იანვრის №1 დადგენილების საფუძველზე წარმომადგენლობაში დაიწყო ერთჯერადი მატერიალური დახმარების მიზნით ბენეფიციართა განცხადებების მიღება. განცხადებები მიიღება მისამართზე თბილისი, დ.აღმაშენებლის გამზირი #89/24 (მე-13 სართ).

ინფორმაცია ბენეფიციართა კატეგორიის შესახებ  შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ბმულში.

დადგენილება #1

მცირეფასიან სარემონტო სამუშაოების ჩატარებაზე განცხადებების მიღება დაიწყო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2017 წლის 20 იანვრის #2 დადგენილებით დამტკიცებული „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სახის სამუშაოების ჩატარების წესის” საფუძველზე წარმომადგენლობაში დაიწყო განცხადებების მიღება. განცხადებები მიიღება მისამართზე თბილისი, დ.აღმაშენებლის გამზირი #89/24 (მე-13 სართ).

იხილეთ ბმული:
#2 დადგენილება

გრძელდება შეხვედრები ქალაქ თბილისში ორგანიზებულ ჩასახლებებში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ პირებთან

2017  წლის 9 თებერვალს,  აღმოსავლეთ საქართველოში  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის თანამშრომლები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტისა და   აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური  დაცვის სამინისტროს ხელმძღვანელ პირებთან ერთად გასული იყვნენ თბილისში, ჭავჭავაძის გამზირ №37 -ში მდებარე ორგანიზებული ჩასახლების  სამ კორპუსში. სამუშაო ჯგუფი  ადგილზე გაეცნო დევნილთა სოციალურ და საყოფაცხოვრებო პირობებს. დევნილებს ადგილზე მიეწოდათ ინფორმაცია განემარტათ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2017 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტით გათვალისწინებული  პროგრამების შესახებ.

შეხვედრა დაბა წყნეთში ორგანიზებულად განსახლებულ დევნილებთან

 2017 წლის 08 თებერვალს,  აღმოსავლეთ საქართველოში  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილე გრიგოლ ბენიძე,  აფხაზეთის ა/რ დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ბულისკერია,  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური  დაცვის მინისტრის მოადგილე მარინა ონიანი უწყების თანამშრომლებთან ერთად გასული იყვნენ დაბა წყნეთში,  აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა ორგანიზებულ ჩასახლებებში. სამუშაო ჯგუფი  ადგილზე გაეცნო დევნილთა სოციალურ და საყოფაცხოვრებო პირობებს. დევნილებს ადგილზე მიეწოდათ ინფორმაცია განემარტათ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2017 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტით გათვალისწინებული  პროგრამების შესახებ.