სიახლეები

27 სექტემბერს აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობის თანამშრომლების მიერ ყვავილების გვირგვინით შეიმკო ეროვნული გმირის ჟიული შარტავას ძეგლი ქ.რუსთავში.

ქ.რუსთავში 2018 წლის 7 მარტს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას დაბადების დღესთან დაკვაშირებით, აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ა.რ მთავრობის წარმომადგენლობამ ცოცხალი ყვავილების გვირგვინით შეამკო მისი მემორიალი.

 

ინფორმაცია ბენეფიციართათვის ერთჯერადი მატერიალური დახმარების გაწევის შესახებ

აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობაში 2017 წლის პირველ ნახევარში  ჩატარდა  ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სოციალური დაცვის მიზნით ერთჯერადი დახმარების გამცემი კომისიის”  12 (თორმეტი) სხდომა. აღნიშნულ სხდომებზე განხილულ იქნა შემოსული განცხადებები და მიღებულ იქნა კონკრეტული გადაწყვეტილებები. აღნიშნულ პერიოდისათვის კომისიაზე შემოსულია 1387  (ათას სამას ოთხმოცდაშვიდი) განცხადება,  რომელთაგან დაკმაყოფილდა 514(ხუთას თოთხმეტი) განცხადება,  სხვადასხვა მიზეზით უარი ეთქვა 365 (სამას სამოცდახუთი) განცხადებას.  

ანგარიში 2017 წლის 1 ნახევარი

 აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, დემურ კეკელიამ, მე-2 მსოფლიო ომში გამარჯვების დღე მიულოცა ომის ვეტერანს, სოხუმის საპატიო მოქალაქეს, ბატონ ირაკლი ყანდარელს და გადასცა მას სადღესასწაულო ნობათი.

 

ინფორმაცია ბენეფიციართათვის ერთჯერადი მატერიალური დახმარების გაწევის შესახებ

აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობაში 2017 წლის იანვრისა და თებერვლის თვეში ჩატარდა  ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სოციალური დაცვის მიზნით ერთჯერადი დახმარების გამცემი კომისიის”  5 (ხუთი) სხდომა. აღნიშნულ სხდომებზე განხილულ იქნა შემოსული განცხადებები და მიღებულ იქნა კონკრეტული გადაწყვეტილებები. აღნიშნულ პერიოდისათვის კომისიაზე შემოსულია 802  (რვაას ორი) განცხადება,  რომელთაგან დაკმაყოფილდა 442 (ოთხას ორმოცდაორი) განცხადება,  სხვადასხვა მიზეზით უარი ეთქვა 47 განმცხადებელს, 2 განცხადება ელოდება განხილვას,  311 (სამას თერთმეტი) განმცხადებელი ელოდება დაფინანსებას კვარტალური გეგმის მიხედვით.

ინფორმაცია ბენეფიციართა კატეგორიის შესახებ  შეგიძლიათ იხილოთ თანდართულ ფაილში.

ინფორმაცია ერთჯერადი მატერიალური დახმარების გაცემის შესახებ.

 

ერთჯერადი მატერიალური დახმარების მიღების მიზნით წარმომადგენლობაში ბენეფიციართა განცხადებების მიღება დაიწყო

2017 წლის 30 იანვრიდან „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სოციალური დაცვის მიზნით ერთჯერადი დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2017 წლის 20 იანვრის №1 დადგენილების საფუძველზე წარმომადგენლობაში დაიწყო ერთჯერადი მატერიალური დახმარების მიზნით ბენეფიციართა განცხადებების მიღება. განცხადებები მიიღება მისამართზე თბილისი, დ.აღმაშენებლის გამზირი #89/24 (მე-13 სართ).

ინფორმაცია ბენეფიციართა კატეგორიის შესახებ  შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ბმულში.

დადგენილება #1

მცირეფასიან სარემონტო სამუშაოების ჩატარებაზე განცხადებების მიღება დაიწყო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2017 წლის 20 იანვრის #2 დადგენილებით დამტკიცებული „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სახის სამუშაოების ჩატარების წესის” საფუძველზე წარმომადგენლობაში დაიწყო განცხადებების მიღება. განცხადებები მიიღება მისამართზე თბილისი, დ.აღმაშენებლის გამზირი #89/24 (მე-13 სართ).

იხილეთ ბმული:
#2 დადგენილება

გრძელდება შეხვედრები ქალაქ თბილისში ორგანიზებულ ჩასახლებებში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ პირებთან

2017  წლის 9 თებერვალს,  აღმოსავლეთ საქართველოში  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის თანამშრომლები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტისა და   აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური  დაცვის სამინისტროს ხელმძღვანელ პირებთან ერთად გასული იყვნენ თბილისში, ჭავჭავაძის გამზირ №37 -ში მდებარე ორგანიზებული ჩასახლების  სამ კორპუსში. სამუშაო ჯგუფი  ადგილზე გაეცნო დევნილთა სოციალურ და საყოფაცხოვრებო პირობებს. დევნილებს ადგილზე მიეწოდათ ინფორმაცია განემარტათ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2017 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტით გათვალისწინებული  პროგრამების შესახებ.

შეხვედრა დაბა წყნეთში ორგანიზებულად განსახლებულ დევნილებთან

 2017 წლის 08 თებერვალს,  აღმოსავლეთ საქართველოში  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილე გრიგოლ ბენიძე,  აფხაზეთის ა/რ დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ბულისკერია,  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური  დაცვის მინისტრის მოადგილე მარინა ონიანი უწყების თანამშრომლებთან ერთად გასული იყვნენ დაბა წყნეთში,  აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა ორგანიზებულ ჩასახლებებში. სამუშაო ჯგუფი  ადგილზე გაეცნო დევნილთა სოციალურ და საყოფაცხოვრებო პირობებს. დევნილებს ადგილზე მიეწოდათ ინფორმაცია განემარტათ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2017 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტით გათვალისწინებული  პროგრამების შესახებ.