აღმოსავლეთ საქართველოში

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

წარმომადგენლობის

განცხადება

 

            2017 წლის  პირველ  თებერვალს საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში გამართულ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ანგარიშის მოსმენისას არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელთა, კერძოდ „აფხაზთა კრების“ განცხადებასთან დაკავშირებით თავს ვალდებულად ვთვლით

გ ა ნ ვ ა ც ხ ა დ ო თ

აფხაზეთის ა.რ. ხელისუფლება და მისი სტრუქტურული ერთეულები სრულად ფლობენ დევნილთა მდგომარეობის  ამსახველ ინფორმაციას და პირველივე დღიდან თავისი კომპეტენციის  და შესაძლებლობის ფარგლებში ჩართული არიან მათი პრობლემების მოგვარებაში. სამწუხაროდ ჩვენს ხელთ არსებული მწირი მატერიალური რესურსები ყოველთვის არ იძლევა იმის საშუალებას, რომ სრულად გადავჭრათ დევნილ თანამემამულეთა წინაშე წამოჭრილი სოციალური პრობლემები.

ქალაქ თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ქსოვრელის ქუჩა N2-ში მე-14 საჯარო სკოლის ეზოში მდებარე შენობაში მცხოვრებ დევნილთა მდგომარეობას, რომლის შესახებაც გაჟღერდა საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, ვადასტურებთ ინფორმაციას ამ ობიექტში მცხოვრები, თვითნებურად შეჭრილთა (დევნილი – 13 ოჯახი და არადევნილი -18 ოჯახი) გაუსაძლისი ყოფითი პირობებისა და შენობის მძიმე მდგომარეობის შესახებ.  ჩვენდა საუბედუროდ ასეთი ობიექტები ჯერ კიდევ მრავლადაა. ჩვენ გვაქვს სისტემატური კონტაქტები იქ მცხოვრებ  თანამემამულეებთან და ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში დაინტერესებულ ორგანიზაციებთან ერთად ვცდილობთ გავუწიოთ დახმარება.

სამწუხაროდ ზოგიერთი პოლიტიკოსი და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები  დევნილი მოსახლეობის მძიმე მდგომარეობის სპეკულირებით ცდილობენ საზოგადოებას მოევლინონ მათი გაჭირვების ქომაგებად  და ემოციაზე გათვლილი პიარკომპანიებით ცდილობენ ანტისამთავრობო ნეგატიური განწყობის შექმნას. ჩვენ ვგმობთ ანალოგიურ დესტრუქციულ  ქმედებებს, მხოლოდ უსაფუძვლო კრიტიკაზე აგებული ბრალდებები ხელს ვერ შეუწყობს არსებული პრობლემების მოგვარებას.

მოზარდმაყურებელთა თეატრში აფხაზეთიდან დევნილი მოზარდებისთვის საახალწლო წარმოდგენა გაიმართა.

16010144_1827022537585738_1828699517_oმოზარდმაყურებელთა თეატრში აფხაზეთიდან დევნილი მოზარდებისთვის საახალწლო წარმოდგენა გაიმართა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის ინიციატივითა და აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელშეწყობით ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა თეატრში სპექტაკლი სახელწოდებით „საახალწლო ნაძვის ხე“ გაიმართა. წარმოდგენას აფხაზეთიდან დევნილი 300-მდე მოზარდი დაესწრო.

კითხვის გაგრძელება

2017 წლის 10 იანვარს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეობის მოვალეობის შემსრულებელი ბატონი ვახტანგ ყოლბაია და მთავრობის აპარატის უფროსი ბატონი ოთარ გარმელია საქმიანი ვიზიტით ესტუმრნენ აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობას.

15992038_10208243302700581_389050994_o

2017 წლის 10 იანვარს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის  თავმჯდომარეობის მოვალეობის შემსრულებელი ბატონი ვახტანგ ყოლბაია და მთავრობის აპარატის უფროსი ბატონი ოთარ გარმელია საქმიანი ვიზიტით ესტუმრნენ აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობას. კითხვის გაგრძელება

ინფორმაცია

მიმდინარე წლის 30 ნოემბერს, 11 საათზე, აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობაში ჩატარდა ”აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სოციალური დაცვის მიზნით ერთჯერადი დახმარების გამცემი კომისიის” რიგით 21-ე სხდომა.   სხდომაზე განხილულ იქნა 104 განცხადება (105 ბენეფიციარი), მათგან დაკმაყოფილდა 44, სხვა და სხვა მიზეზის გამო 60 განცხადებას  ეთქვა უარი.

შედეგები

 

2016 წლის 03 ნოემბერს, ,,სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა 2016 წლის საშემოდგომო გაწვევის შესახებ’’

2016 წლის 03 ნოემბერს, ,,სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა 2016 წლის საშემოდგომო გაწვევის შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის N349 დადგენილების საფუძველზე, აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის წვევამდელთა აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის მიერ განხორციელდა აღმოსავლეთ საქართველოში მცხოვრებ დევნილ წვევამდელთა სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის ორგანიზება. აფხაზეთიდან დევნილი 20 წვევამდელი ცენტრალური გამწვევი სამედიცინო კომისიის გავლის შემდგომ ჩაირიცხნენ საქართველოს შეირაღებული ძალების რიგებში.

2016 წლის 03 ნოემბერს, ,,სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა 2016 წლის საშემოდგომო გაწვევის შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის N349 დადგენილების საფუძველზე, აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის წვევამდელთა აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის მიერ განხორციელდა აღმოსავლეთ საქართველოში მცხოვრებ დევნილ წვევამდელთა სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის ორგანიზება. აფხაზეთიდან დევნილი 20 წვევამდელი ცენტრალური გამწვევი სამედიცინო კომისიის გავლის შემდგომ ჩაირიცხნენ საქართველოს შეირაღებული ძალების რიგებში.